ანზორ მელია მოშიმშილეებთანაა: ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, სასწრაფოს რამდენიმე ბრიგადა იდგებოდა აქ

ექიმმა ანზორ მელიამ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეკრებილი მოშიმშილეები მოინახულა. მისი თქმით, დღეს მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რომ ყოფილიყო ოფისთან სასწრაფოს რამდენიმე ბრიგადა იდგებოდა.

“მე როგორც მამა ჩემი შვილის და როგორ კოლეგების მეგობარი, არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და არ დავინტერესდე ამ ხალხის ჯანმრთელობით. არის პრობლემები, უკვე გამოჩნდა, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები არ მიჯერებენ და არ შეიძლება ასე, როგორც შეიძლება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს ადამიანს და ის შიმშილობდეს, ან მეორეს ღვიძლის ფუნქციები იყოს ისეთი და შიმშილობდეს.

ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, მე დარწმუნებული ვარ რომ დღეს აქ არათუ ერთი ბრიგადა, რამოდენიმე ბრიგადა იქნებოდა, მაგრამ არ ჰყავთ მეთაური და “ოცნება” რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით, მაგათ თუ გაწყდება მთლიანად ნაციონალები, ის გაუხარდებათ”, – თქვა ანზორ მელიამ.

banner
წინა სტატიაშიჯაში: აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი, როგორც მკურნალობა, ასევე, რეაბილიტაცია
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე: დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის იზრდება