ჯარიმა 8500 გრივნის ოდენობით – სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის ბრალეულობაზე

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო მიხეილ სააკაშვილს არა სისხლის სამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება და 2.400-დან 8.500 გრივნამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ამის შესახებ სასაზღვრო სამსახურის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ვლადიმირ შერემეტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დაადასტურა, რომ საზღვრის დარღვევის პროტოკოლი უკვე შედგენილია და მასში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, ქმედება, რომელიც სააკაშვილმა შეგინის პუნქტთან ჩაიდინა, მასობრივად, ჯგუფთან ერთად საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით ისჯება.

იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს მაქსიმალური ზღვარის გადახდას დაავალდებულებენ, გამოდის, რომ მას დაახლოებით 360 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის გადახდა მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე, რათა საქართველომ აღადგინოს კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე
შემდეგი სტატიალაგოდეხის რაიონში ავტომობილის ქურდობის ფაქტი გახსნილია