ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე, რათა საქართველომ აღადგინოს კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე

„ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე, რათა საქართველომ აღადგინოს კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, – ამის შესახებ აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთზე კოლექტიური ზეწოლა უნდ შენარჩუნდეს, რათა მოხდეს „მინსკის შეთანხმების“ რეალიზაცია და უკრაინამ აღადგინოს კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე. მოლდოვას შემთხვევაში – დნესტრისპირეთზე. გარდა ამისა, აღკვეთოს სხვა სახის საფრთხეები, რომლითაც რუსეთი ამ სახელმწიფოებში დესტაბილიზაციას ცდილობს.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

პროექტის ავტორები გამოდიან მოწოდებით, რომ ევროკავშირმა მკაფიოდ დაუჭიროს მხარი პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებას.

როგორც დოკუმენტის სამუშაო ვერსიაშია აღნიშნული, “ყველა ქვეყანას აქვს უფლება, მოითხოვოს ევროკავშირის წევრობა, თუ ის აკმაყოფილებს „კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და იცავს დემოკრატიულ პრინციპებს“.

ამ დოკუმენტს 14 სექტემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში, 10 დღის განმავლობაში ორი მსუბუქი ავტომობილი მოიპარეს
შემდეგი სტატიაჯარიმა 8500 გრივნის ოდენობით – სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის ბრალეულობაზე