ლაგოდეხის რაიონში ავტომობილის ქურდობის ფაქტი გახსნილია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2017 14:17

ლაგოდეხის რაიონში ავტომობილის ქურდობის ფაქტი გახსნილია

როგორც ”თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლაგოდეხის რაიონში ავტომობილის ქურდობის ფაქტი გახსნილია. უწყების ინფორმაციით, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ავტომობილი კი მეპატრონეს დაუბრუნდა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში ბოლო ათი დღის განმავლობაში ორი ავტომობილი მოიპარეს. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2017 14:17