ჯაფარიძე: თბილისის მომავალი მთავრობის შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია

თბილისის მომავალი მთავრობის შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია და მისი წარდგენა ხვალ მოხდება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ საკვანძო პოზიციები ექნება.

„ლელოს“ ექნება საკვანძო პოზიციები. ჩრდილოვანი კაბინეტი იქმნება მაშინ, როცა მოგებული არ გაქვს არჩევნები, როცა იგებ არჩევნებს, ეს რეალური კაბინეტია. ამიტომაც ჰქვია მას ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელიც გახდება რეალური კაბინეტი, როცა გაიმარჯვებენ ოპოზიციური კანდიდატები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: გავიგე, რომ საპატიმროში სამხედროები შიმშილობენ, მინდა, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა
შემდეგი სტატიამდინარაძე პლენარულ სხდომაზე: ხალხო, ხომ არ გაგიჟდით მართლა ყველანი ერთად?