მდინარაძე პლენარულ სხდომაზე: ხალხო, ხომ არ გაგიჟდით მართლა ყველანი ერთად?

„ნაცმოძრაობამ“ ვერ მობედა პარლამენტში, ისინი კურდღლებივით დაიმალნენ, რადგან რაღაცების მოსმენა არ უნდოდათ აქ – ეს როგორი ამბავია, ცალმხრივად რომ უნდა იყოს პოლარიზაციის შემცირების მცდელობები და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ რომ აკისრია ვალდებულება? ხალხო, ხომ არ გაგიჟდით მართლა ყველანი ერთად? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და „ნაცმოძრაობამ“ ვერ მობედა პარლამენტში, ბოიკოტი მოიმიზეზა და არ ჩანან.

მე მგონი ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ ისინი კურდღლებივით დაიმალნენ, რადგან რაღაცების მოსმენა არ უნდოდათ აქ. ვიღაცები ფარადაც ეფარებიან, მაგრამ რა ვუყოთ, გასაგებია ყველას საკუთარი არჩევანი აქვს. რა თქმა უნდა, „ნაცობა“ არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს არის სირცხვილიც, დიდი სირცხვილია. რას ვხედავთ იცით დღეს? დღეს ვხედავთ მათი გათეთრების და მათ ენაზე, რომ ვთქვათ, მათი „გაპრავების“ მცდელობას და დაკომპლექსებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცებზე“ არ ვილაპარაკოთ – ტყუილად ნუ შეეცდება ნურავინ, რადგან ეს ხალხი აკონტროლებს მედია სივრცეში საკმაოდ დიდ ნაწილს, თავის დროზე მოპარული და ნაძარცვი ფულებით აფინანსებენ ტყუილებს და „ფეიკებს“ და ბინძურ კამპანიას, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურობაში – ამაზე ვილაპარაკებთ.

რაც შეეხება საქმის კეთებას – კახა კალაძიდან დაწყებული, ყველა კანდიდატი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ლაპარაკობდა, დეტალურად ჩადიოდა ყველა დეტალში, ვინმე გამოხვედით და ერთი სიტყვა თქვით ახლა ჭკუას რომ გვარიგებთ ჭკვიანი სახეებით, ვინმემ თქვით, რომ ეს კამპანია მომწონს? ეს პროექტი არ ვარგოდა? ეს კარგი იყო, ამას ასე ნუ გავაკეთებთ – თვითმმართველობაზე რომელიმემ ილაპარაკეთ, დღეს, რომ ჭკუას გვარიგებთ საქმეზე რატომ არ ლაპარაკობთო? რა საქმეზე არ ვლაპარაკობთ? დეტალურად პროგრამა წარმოგიდგინათ ყველა კანდიდატმა და რომელიმე ერთ დეტალზე შეეკამათეთ? რომელიმემ კარგია ან ცუდია თქვით? და ეს როგორი ამბავია, ცალმხრივად რომ უნდა იყოს პოლარიზაციის შემცირების მცდელობები და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ რომ აკისრია ვალდებულება? დედა უნდა აგინოს ვიღაცას მეორე მხრიდან და როგორც კი შენ ხმას გასცემ, უტიფრობააო, რომ ეტყვი, ეგრევე უნდა გაგიჟდეს, ესო ძალადობა და ზიზღის ენააო. ე.ი იმან უნდა გაგინოს, ზიზღის ენითაც უნდა გელაპარაკოს, სიძულვილითაც, უნდა დაგაბრალოს ათასგვარი სიბინძურე, ჯერ უნდა დაიწყონ მათმა მედია მენეჯერებმა, სიბინძურეები უნდა გაბრალონ, მერე ამაზე თავები უნდა აქნიონ პოლიტიკოსებმა, ჩვენმა პატივცემულმა ოპონენტებმა და როგორც კი პასუხს გასცემ და უტიფრობას დაარქმევ, იმ წუთში ეს როგორ შეიძლებაო, ეს არის ზიზღის კამპანიაო – ხალხო, ხომ არ გაგიჟდით მართლა ყველანი ერთად? უნდა გაგინოს და შენი სიმართლე და პასუხი არის ზიზღის ენა თურმე. კამპანია არ აინტერესებთ, პროგრამა არ აინტერესებთ, „ნაცებზე“ არ ილაპარაკოთო. აღმოჩნდა, რომ 3%-ით მეტი აიღეს მიხეილ სააკაშვილის გამო, უბრალოდ „მიშისტები“ აღმოჩნდნენ. დღეს მოხდა ყველას ლუსტრაცია, საუბარია ლიდერებზე და არ ვისაუბროთ ამაზე?! რეალურად, ამ ქვეყნის საფრთხეზე და საბოტაჟზე არ ვილაპარაკოთ?! და სიმართლეზე გავამარჯვებინოთ ტყუილს და ბოროტებას?! ეს ამბავი არ გამოვა, ვერ დაგვაკომპლექსებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: თბილისის მომავალი მთავრობის შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია
შემდეგი სტატიადამენია – “ოცნება” მთლიანად მოწყდა ევროატლანტიკურ ალიანსს