ჯაფარიძე: ReformerFitness-ის დარბაზს ვქირაობ ჩემს სახლად, მოდით, ვისაც ვარჯიში გინდათ

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბის რეფორმერის დარბაზს საცხოვრებელ სახლად ქირაობს.

ჯაფარიძე მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ ყველას, ვისაც ვარჯიში სურს, შეუძლია, დარბაზში მივიდეს.

“ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. სანამ რეგულაციები არსებობს, ეს იქნება საცხოვრებელი სახლი. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს ფართთან ერთად გიორგი [მფლობელი] და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ან ახლოს ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ სტუმრად მოხვიდეთ აქ, ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ”, – აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, შრომის ინსპექცია დარბაზის დაჯარიმებას ვეღარ შეძლებს, რადგან სალარო აპარატი გამორთული იქნება.

“ხვალიდან უფლება არ აქვს არავის, რომ აქ შემოვიდეს, იმიტომ რომ ჩემი სახლია. შრომის ინსპექციას შეუძლია შემოვიდეს და ნახოს თუ უნდა, სალარო აპარატი მუშაობს თუ არა. აპარატი არ იმუშავებს, გატრიალდებიან და გავლენ, სხვას აქ არავის შემოვუშვებ. მოდით სტუმრად ვისაც ვარჯიში გინდათ, მარტო მოვარჯიშე ხალხს ვუშვებ, სმა, წევა და რამე არ მოსულა. მეც ვივლი თბილისიდან და ვივარჯიშებ, იქ დაკეტილია ყველაფერი”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიამილახვარი – იკვეთება კონტურები, რომ ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება
შემდეგი სტატია“გადავიაროთ ერთი ახალი წელი შედარებით მოკრძალებით, ვირუსის გავრცელების ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ”