ჯაფარიძე – მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვებაზე გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც გადაწყვიტა, დათანხმებულიყო მერობის მოადგილის კანდიდატობას

ამუკა ხაზარაძე აპირებს, რომ გააგრძელოს კოალიციის გაძლიერება-გაფართოვებაზე მუშაობა პარლამენტს გარეთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში ვინც რჩებიან, აპირებენ, აქტიური საქმიანობა განაგრძონ და პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენონ.

„დავინახეთ, რომ კოალიციის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებაა, ეს უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს. ხაზარაძის ძალისხმევა იქნება ამისკენ მიმართული. ვაპირებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ უმსგავსობას, რაც 30 oქტომბერს ვნახეთ. ეს წინააღმდეგობა იქნება პარლამენტის შიგნით, მის გარეთ. პარლამენტში ვინც ვრჩებით, ვაპირებთ ჩვენი აქტიური საქმიანობა გავაგრძელოთ, რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც გამომდინარეობდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან, ეს საკითხები წამოვწიოთ, მიუხედავად „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობისა და პლუს, ვამხილოთ ის, რაც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიგვაჩნია. ვაპირებთ, პარლამენტის ტრიბუნა ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ.

როცა მამუკამ გადაწყვიტა, დათანხმებულიყო მერობის მოადგილის კანდიდატობას, მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ პარალამენტს დატოვებდა, რაც გუშინ გაახმაურა, გაასაჯაროვა. რაც შეეხება ფრაქციას, ჩვენ გვაქვს განზრახვა, გავაფართოოთ ფრაქცია და ამაზე ვმუშაობთ. როცა კონკრეტული წევრი გაჩნდება, შეგატყობინებთ. ჩვენი ამოცანაა, ფრაქცია გაფართოვდეს და გაძლიერდეს. კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, როცა გვეყოლება, გეტყვით. კონსულტაციები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – მიმდინარეობს კონსულტაციები და იქნება დიდი აქცია
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი ხაზარაძეზე: მისი გასვლა საპარლამენტო საქმიანობას დიდად არ დაეტყობა