პაპუაშვილი ხაზარაძეზე: მისი გასვლა საპარლამენტო საქმიანობას დიდად არ დაეტყობა

მამუკა ხაზარაძე დააკლდება მის ფრაქციას, ჩვენს ფრაქციას არ დააკლდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მანდატის დატოვება მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია და მისი გასვლა საპარლამენტო საქმიანობას დიდად არ დაეტყობა. აქ ხაზგასასმელი და ნიშანდობლივია, რომ „ლელო“ 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებას ეჭიდებოდა, აცხადებდნენ, რომ მათთვის ვალიდური დოკუმენტი იყო და ამ ნაბიჯით სწორედ 19 აპრილის შეთანხმება დაარღვიეს. 19 აპრილის შეთანხმება, როგორც ანულირებული დოკუმენტი „ლელომაც“ დახურა. მამუკა ხაზარაძე დააკლდება მის ფრაქციას, ჩვენს ფრაქციას არ დააკლდება. რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოიპარა იმისთვის, რომ აურზაური და არეულობა გამოეწვია. მისი განცხადებები ექსტრემისტული ხასიათისაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვებაზე გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც გადაწყვიტა, დათანხმებულიყო მერობის მოადგილის კანდიდატობას
შემდეგი სტატია“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” სახელს იცვლის