ჩარკვიანი – მიმდინარეობს კონსულტაციები და იქნება დიდი აქცია

მგონია, ახლა დაიწყო ბრძოლა. მე პირადად არასდროს მითხოვია, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ის არის ძალიან მასშტაბური ლიდერი, რომელმაც ძალიან საინტერესო აქტი გააკეთა. დღეს ნამდვილად მინდა ვთხოვო, რადგან ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი და გარდა პიროვნული ტრაგედიისა, ის ცოცხალი სჭირდება საქართველოს, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადარჩენა სჭირდება.

„ჯანყი არ გულისხმობს შეიარაღებას. ეს არის კონვენციით მონიჭებული უფლება. ის, რომ რუსეთ-საქართველოს ომია და სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ, ეს არის ფაქტი. მე როცა ვსაუბრობ ერთიანობაზე, ყოველთვის ვგულისხმობ დასავლური ვექტორის ერთიანობას. იმ ადამიანთან, ვისაც გაცხადებული აქვს, რომ გორი დაბომბა საქართველომ, მე ვერ ვხედავ განსხვავებას, იმ ადამიანთან რომელმაც თქვა, რომ მძინარე ცხინვალი დაიბომბა. ჩემი ტალახი და სხვისი ტალახი არ არსებობს. ტალახი არის ტალახი, რომელსაც არ უნდა გაეკარო. გაერთიანება მხოლოდ დასავლურ ვექტორთან, დიდი პერმანენტული ტალღა. არ უნდა მოასვენო ხელისუფლება, სულ უნდა გყავდეს შეწუხებულ მდგომარეობაში. წუხდეს, რომ ვერ მართავს კოვიდს, აშიმშილებს ხალხს, ახალგაზრდებს არ აქვთ სამსახური. არ არის სამსახური, კორუფციაა. ეს არის რუსული მართვის სტილი. მე ვთვლი, რომ ერთიანად ოპოზიციამ უნდა ჩავატაროთ აქციები. ვთვლი, რომ ეს კაცი ძალიან საშიშ მდგომარეობაშია.

ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები და იქნება ერთი დიდი აქცია. კარგი იქნება თუ ნაწილი გაითვალისწინებს შენიშვნებს. თუ ამბობ, რომ ეს არის კოალიცია, ყველას შენიშვნა უნდა გაითვალისწინო და არა მხოლოდ ოთხი ლიდერის, რომელიც მე პირადად, ლიდერად არ დამისახელებია. კოალიცია როცა არის, ეს უნდა იყოს პარიტეტზე ურთიერთობა და მე პირადად მბრძანებლები არ მყავს. ჩემი მბრძაბებელი არის ჩემი ხალხი. ახალი სისხლი სჭირდება ქვეყანას. ახალგაზრდები, ერთ წრეზე პიჯაკი მობეზრდება ადამიანს. ამიტომ, რაღაცებში ვეთანხმებით ერთმანეთს, რაღაცებში არ ვეთანხმებით, მაგრამ ეს დაპირისპირება არ არის. მე ვარ უფრო სხვა ტემპის მომხრე, უფრო სწრაფი ტემპის. ამას დაპირისპირებად ნურც ლიდერები მომნათლავენ ოპოზიციურად, ნურც გარე მსმენელი. მე ვარ მაგალითად ნონა მამულაშვილის ტემპის მომხრე. მას აქვს სხვა ტემპი, მაგრამ ყველანი ვართ ერთნი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი- მოუთმენლად ველი მიმდინარე გლობალური და რეგიონული გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ავსტრიის მჭიდრო პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვებაზე გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც გადაწყვიტა, დათანხმებულიყო მერობის მოადგილის კანდიდატობას