ჯაფარიძე: იმედი მაქვს, რომ შეთანხმების ახალი ტექსტი იქნება

“იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება”, – ამის შესახებ, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, რაღაც ალბათობაც არსებობს, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ.

„რა ტექსტი იქნება ინფორმაცია არ მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს, არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში იყოს რამე ცვლილებები. ზოგადად იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება და იგივე ტექსტი არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო. რაღაც ალბათობაც არსებობს, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ.

ორი საკითხი იყო – პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, ასევე ხელახალ არჩევნებზე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ცვლილება, რომ ოპოზიცია დასთანხმდეს. პირობა, რაც მედიატორებს ვუთხარი ნიკა მელიას გათავისუფლების, პირველ რიგში მისაღები უნდა იყოს თავად მელიასთვის. ეს პუნქტები წინაზე, როგორც იყო გაშლილი დოკუმენტში არ იყო მისაღები. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, მაშინ არ მოვაწერ ხელს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: პოზიცია არ შეცვლილა, ვიქნებით მოქნილები, მაგრამ პრინციპულები
შემდეგი სტატიაჰარცელი: მიშელმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც რეალისტურად მიიჩნია, პარტიებმა დრო ითხოვეს