ჰარცელი: მიშელმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც რეალისტურად მიიჩნია, პარტიებმა დრო ითხოვეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.

ჰარცელის თქმით, ეს არის წინადადება, რომელიც პრეზიდენტ მიშელს მიაჩნია დაბალანსებულად და რეალისტურად.

“დღეს, დღის პირველ ნახევარში თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ერთობლივი განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად უდგება როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ არსებულ სიტუაციას.

ეს განცხადება აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი მიშელი აპირებს ახალი წინადადების მიცემას პარტიებისადმი. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნევულია. ეს არის წინადადება, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად”, – განაცხადა ჰარცელმა.

მისი თქმით, რამდენიმე პარტიამ დრო ითხოვა კონსულტაციებისთვის.

“რამდენიმე პარტიამ დრო ითხოვა კონსულტაციისთვის, რომ განიხილონ ახალი წინადადება. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო და ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება გვამცნონ და პოლიტიკურ კრიზისი საქართველოში დასრულდეს”, – ამბობს ჰარცელი.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: იმედი მაქვს, რომ შეთანხმების ახალი ტექსტი იქნება
შემდეგი სტატიახუხაშვილი: ოპოზიციასა და ხალხს შორის ხრამი გაჩნდა, აღიარონ