ბოკერია: პოზიცია არ შეცვლილა, ვიქნებით მოქნილები, მაგრამ პრინციპულები

“ჩვენ დარჩენილი გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის პოლიტპატიმრების – მელიასა და რურუას გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებთან მისვლა, იმიტომ, რომ ამის გარეშე კრიზისიდან გამოსვლა ვერ მოხდება და თავს მოვიტყუებთ ყველანი, ვინც სხვანაირად ვიტყვით”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ევროკავშირის ოფისში, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ბოკერიას თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულებას სჭირდება ნორმალური არჩევნები და პოლიტიკური კრიზისის დასრულება.

“პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა არის შედეგი ძალიან ღრმა პრობლემის და არა მიზეზი პრობლემის. ნორმალურ ვითარებაში პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ამისთვის მდგომარეობა აქამდე უნდა მივიდეს, მდგომარეობის აქამდე მისვლას სჭირდება ნორმალური არჩევნები და ამას კი სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

მელიასა და რურუას თავისუფლება არ არის პერსონალური საკითხი ამ ორი ადამიანის, ეს არის პრინციპული საკითხი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ამ ტიპის პრობლემები აღარ იყოს და ყველა ხელისუფლებამ, არა მხოლოდ ასეთმა პრობლემურმა, რბილად რომ ვთქვა, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, არამედ უკეთესმაც კი, არასდროს არ იგრძნოს თავი არაანგარიშვალდებულად მოქალაქეების წინაშე”, – ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ლოგიკურ ფინალამდე უნდა მივიდეს ეს ყველაფერი.

” ჩვენ ვიქნებით მოქნილები, მაგრამ პრინციპულები, ჩვენ გვესმოდა დიდი ხანი, რომ საერთოდ არ განვიხილავთ არაფერს, ვადამდელ არჩევნებზე საუბარიც კი მკრეხელობა იყო, ახლა არალოგიკური და მიუღებელი, მაგრამ რაღაც ტესტი შემოგვთავაზეს, ლოგიკურ ფინალამდე უნდა მივიდეს ეს ყველაფერი”, – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი: იმედი მაქვს, პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: იმედი მაქვს, რომ შეთანხმების ახალი ტექსტი იქნება