ჯანმო – პანდემიის დასრულება საზოგადოების ხელშია

მაშინ, როცა კვირაში კოვიდ 19-ით თითქმის 50 000 ადამიანი იღუპება, პანდემია შორსაა დასრულებისგან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბერლინში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტზე განაცხადა.

„პანდემია დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას, ეს ჩვენს ხელშია. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი რაც გვჭირდება : ეფექტური საზოგადოებრივი და სამედიცინო საშუალებები, მაგრამ მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა. მაშინ, როცა კვირაში თითქმის 50 000 ადამიანი იღუპება, პანდემია შორსაა დასრულებისგან,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მან მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რომლებმაც საკუთარი მოსახლეობის 40% უკვე აცრეს, მოუწოდა ვაქცინების განაწილების რიგში თავიანთი ადგილი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დაუთმონ.

„არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაასრულოს პანდემია დანარჩენ მსოფლიოსთან იზოლაციით. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა, თუ არ იმოქმედებს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად,“ – აღნიშნა ტედროს ადანომ გერეისუსმა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო პატრიარქი, ბართლომე პირველი ჰოსპიტალიზებულია
შემდეგი სტატიამსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 244 მილიონს გადააჭარბა