მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 244 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 244 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.96 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 221 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 46.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.1 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

banner
წინა სტატიაშიჯანმო – პანდემიის დასრულება საზოგადოების ხელშია
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა