მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე პირველი ჰოსპიტალიზებულია

კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ცნობით, 24 ოქტომბერს, ვაშინგტონის წმინდა სოფიას ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე, მსოფლიო პატრიარქმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მისი ექიმის რჩევით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეპარქია აცხადებს, რომ ამჟამად პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს, 25 ოქტომბერს გაწერენ.

მათივე ცნობით, ბართლომე პირველის შეუძლოდ გახდომის მიზეზი ხანგრძლივი ფრენა და გადატვირთული გრაფიკია.

banner
წინა სტატიაშირატი ბრეგაძე: „როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტი“
შემდეგი სტატიაჯანმო – პანდემიის დასრულება საზოგადოების ხელშია