ჯანმო – მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 3.3 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 584 ადამიანი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 6%-ით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა.

გასული კვირის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა ამერიკის, ევროპისა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილის რეგიონებში.

რაც შეეხება ქვეყნებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 550 684 შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის რუსეთი – 275 579 შემთხვევით, მესამე ადგილზეა გერმანია, სადაც გასული კვირის განმავლობაში დაინფიცირების 254 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ მოჰყვებიან გაერთიანებული სამეფო და თურქეთი, 252 905 და 180 167 შემთხვევით.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას მკაფიოდ აუხსნა, რა უნდა გააკეთოს – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატიაუკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიაწოდა