ჯანეზაშვილი დოლიძის გათავისუფლებაზე-საბჭოს სჭირდება პრინციპული ადამიანი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან ანა დოლიძე გათავისუფლდა. თანამდებობის დატოვების შესახებ პრეზიდენტს ანა დოლიძემ პირადი განცხადებით მიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება პრინციპული და ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია.

„პოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ რა თქმა უნდა ეს რისკები არსებობს, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, როგორ წარიმართება კონკურსი, რამდენად იქნება ჩართულობა შესაძლებელი და რამდენად ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახლაც და მერეც სჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება პრინციპული და ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია. ადამიანი, რომელიც ისარგებლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობით და კლანთან შევა ალიანსში ეს არც სასამართლოს მოუტანს კარგს და არც ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე-“მერაბ ტურავა კორუფციის და მექრთამეობის სახე იყო”
შემდეგი სტატია“უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს”