ოთარ კახიძე-“მერაბ ტურავა კორუფციის და მექრთამეობის სახე იყო”

„მერაბ ტურავას არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიუთითებს იმ ღირებულებებზე, რომლის მატარებელიც „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

„ტურავა არის ის მოსამართლე, რომელიც კორუფციის მამხილებელი ჟურნალისტების დასჯას ითხოვდა, „60 წუთის“ ჟურნალისტების, რომლებიც იძიებდნენ იმ სისტემურ პრობლემას, რასაც მექრთამეობა ერქვა მართლმსაჯულების სისტემაში. ამის დამცველი და აპოლოგეტი იყო, კორუფციის და მექრთამეობის სახე იყო მერაბ ტურავა და მისი დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ სწორედ ამას განასახიერებს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაჯანეზაშვილი დოლიძის გათავისუფლებაზე-საბჭოს სჭირდება პრინციპული ადამიანი