“უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს”

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავას არჩევას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია გამოეხმაურა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, საერთო სასამართლოებში არსებული კლანური მმართველობის ფონზე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეძლოს.

„ძალიან მინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დარჩეს განსხვავებით უზენაესი სასამართლოსგან, სასამართლოდ, რომელსაც საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების ბერკეტი რეალურად ექნება. იმ ვითარებაში, როდესაც დღეს არის უმძიმესი სურათი საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის სახით, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლოს და შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, რამდენადაც ეს რთული არ უნდა იყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიჯანეზაშვილი დოლიძის გათავისუფლებაზე-საბჭოს სჭირდება პრინციპული ადამიანი
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, შევძლებ წარმოვაჩინო საქართველის საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისი ასპარეზზე”