იზორია ადასტურებს, რომ თსუ-ს კანცლერის მოადგილე სუს-ის თანამშრომელი იყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 29, 2016 18:13

იზორია ადასტურებს, რომ თსუ-ს კანცლერის მოადგილე სუს-ის თანამშრომელი იყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ პიროვნება, ვისზეც ითქვა, რომ თსუ-ში მუშაობს, როგორც ე.წ. ოდეერი 2015 წლის აგვისტომდე, სუს-ის თანამშრომელთა რიგებში ირიცხებოდა.

“ამ კონკრეტულ პიროვნებაზე, ვისზეც ითქვა, რომ თითქოს აგრძელებს თსუ-ში მუშაობას, როგორც ე.წ. ოდეერი – არასწორია. ის, როგორც ე.წ. ოდეერი, ირიცხებოდა ჩვენთან 2015 წლის აგვისტომდე, თუმცა მას შემდეგ ის უბრალოდ კანცლერის მოადგილე იყო. თუ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ის მეგობრობის თუ სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს მისი პრეროგატივა იყო. განცხადებები გაკეთდა ასევე ბათუმის და თელავის უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, იქ ერთ-ერთი არის ჩვენი თანამშრომელი, მაგრამ მას არავითარი შეხება არ აქვს უნივერსიტეტის საქმიანობასთან, ის არის დოქტორანტი. გარწმუნებთ, სუს-საც ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც დისერტაციებს იცავენ და აქვთ აკადემიური ამბიციები, შესაბამისად, ყველას აკადემიურ საქმიანობას ვერ გავაიგივებთ სუს-ის საქმიანობასთან”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

https://youtu.be/y9gDA2Hn1CY

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 29, 2016 18:13

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics