რაღაც ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან, საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე

საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, არჩევნების შემდეგ, არსებობდა პერიოდი, როდესაც, იყო შესაძლებელი, არსებული ფარული ვიდეოჩანაწერები ქვეყნიდან გაეტანათ.

როგორც იზორიამ პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კადრების ქვეყნიდან გასატანად ერთი დღეც საკმარისი იყო.

„კადრების გატანას უნდა ერთი დღე. მე შეგნებულად გითხარით, რომ იმ პერიოდში როდესაც ოქტომბრის თვეში, თითქმის ერთი თვე შესაძლებლობა ჰქონდათ მავანთ, ეს კადრები გაეტანათ, საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაეტანათ.

რეაგირებას როგორ მოვახდენდით, როდესაც უფლებამოსილებას არ ვახორციელებდით. შესაბამისად, შეიძლება კითხვა გაჩნდეს იმ მომენტში რეაგირებაზე. იმ მომენტში, ჩვენ უფლებამოსილებებს არ ვახორციელებდით“, – განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, გამოძიების პროცესში, მათ საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს მიმართეს, საიდანაც მიიღეს ინფორმაცია, რომ გარკვეული ვიდეოები კონკრეტული ქვეყნებიდან აიტვირთა.

„ის ფაქტი, რომ გატანილია თუ არა კადრები, ფაქტები იმისა, რომ ხდება ამ კადრების გავრცელება და ატვირთვა უცხოეთიდან, თქვენ გახსოვთ, რომ გამოძიების ფარგლებში, საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს მივმართეთ დახმარებისთვის. აქ ლაპარაკია google, -ზე facebook-ზე და „იუთუბზე“. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რაღაც ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან. საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე“, – განაცხადა იზორიამ.

https://youtu.be/y9gDA2Hn1CY

banner
წინა სტატიაშიიზორია ადასტურებს, რომ თსუ-ს კანცლერის მოადგილე სუს-ის თანამშრომელი იყო
შემდეგი სტატია(video)მოკვლევამ დაადგინა ის პიროვნება, ვინც მის ძმას საშვი ე.წ ნარუვშილოვკა გადასცა