იზორია:იმ ქვეყნის სტუდენტები, სადაც ტერორიზმია, ჩვენს უნივერსიტეტში რა მიზნით არიან?!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, 2015 წლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებეში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი არსებობდა, მაგრამ, 2015 წლის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ინსტიტუტი გაუქმდა.

თუმცა, იზორიას თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები უსაფრთხო და დაცულია.

„მაგალითისთვის ვიტყვი, როდესაც უცხო ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ფეხი მოიკიდა ტერორიზმა, არიან სტუმრად სტუდენტები, საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსულები?! შესაბამისად, როდესაც ვამბობ, საგანმანათლებლო სისტემაში არ უნდა იყოს ეს, იმას არ ნიშნავს, რომ მთლად უსაფრთხო და დაცულია საგანმანათლებლო სისტემა, მაგრამ, იქიდან გამოდმინარე, რომ ავტონომიურობის მაღალი ხარისხი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებებას, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იქ არ იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელი ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

https://youtu.be/y9gDA2Hn1CY

წყარო:IPRESS

banner
წინა სტატიაშისაყვარელიძე: მე “პროკურორის ეთიკა” დავარღვიე, მაგრამ ამ სიტყვის მათეული გაგებით
შემდეგი სტატიაიზორია ადასტურებს, რომ თსუ-ს კანცლერის მოადგილე სუს-ის თანამშრომელი იყო