ივნიშვილი საქართველოს სახელმწიფოს აღიქვამს, როგორც პირადკორპორაციასა და ჰოლდინგს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფოს აღიქვამს ისე, როგორც პირად კორპორაციასა და ჰოლდინგს. მისი პოლიტიკური უმეცრება უმთავრესად გამოიხატა შემდეგში:

1) მან, იმთავითვე არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური პირების ინტეგრირება მოახდინა პოლიტიკურ ველსა და ინსტაბლიშმენტში;
2) ნეპოტიზმისა და პროტექციის წესით დანიშნა თანამდებობისათვის სრულიად შეუფერებელი ადამიანები, რომელნიც მის ბიზნესკოლეგიასა და საახლობლობს განეკუთვნებოდნენ;
3) მის მიერ დაკომპლექტებული ეკონომიკური გუნდის ესოდენ ფატალური შედეგები განაპირობა შემდეგმა გარემოებამ: მან, პირადი ახირების მიხედვით შექმნა და განამტკიცა ბანკირებისა თუ მევახშეების კარტელი, რომლის წევრებმაც მოახდინეს ბიზნესისა და წარმოების მონოპოლიზაცია, ფასები ერთმანეთში შეათანხმეს და მოკლეს კონკურენტული გარემო, რისი გამოისობითაც სახელმწიფოში გაიზარდა უმუშევრობა;
4) სოციალური პოლიტიკისა და ხედვის არ არსებობამ საზოგადოება მიიყვანა უკიდურეს სიღარიბემდე, ფრუსტრაციასა და დიდ დეპრესიამდე, რაც გახდა საფუძველი ემიგრაციული მაჩვენებლის გაზრდისა, რაც თავის მხრივ პირდაპირ ისახება გენოფონდის მდგომარეობასა და დემოგრაფიულ მონაცემებზე;
5) დასავლური ღირებულებების სიმულაციამ ქვეყანაში წარმოშვა პრორუსული სენტიმენტები და ნოსტალგია;
6) შექმნილ ვითარებაში, როცა დარღვეულია სიტყვის, სიცოცხლისა და საკუთრების უფლება, ბუნებრივად იქმნება არასტაბილური და არასახარბიელო გარემო ინვისტიციების მოზიდვისათვის;
7) ბანანის რესპუბლიკის მსგავსმა შრომის კოდექსმა სრულიად დაატყვევა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც მორალური შებოჭილობისა და ფსიქოლოგიური სტრესის გამო პრაქტიკულად ვეღარ ქმნის პოზიტიურ პროდუქტს ინტელექტუალური განვითარების გზაზე, რამეთუ მოსახლეობისათვის პირველად ამოცანად ფიზიკური გადარჩენა დადგა;
8) მოცემულ სიტუაციაში სტატისტიკის მიხედვით პოსტსაბჭოთა ბანაკის ქვეყნებიდან სოციალური უთანასწორობითა და ქონებრივი დიფერენციაციით საქართველო პირველ ადგილზე მყარად დამკვიდრდა;
9) უსახსრობის გამო კიდევ უფრო გაძნელდა ხარისხიანი განათლებისადმი ხელმისაწვდომობა;
10) სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციამ მკვეთრად დააქვეითა დასავლელი პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველოსადმი, რაც ოკუპაციის სიღრმეების გაზრდასთან პირდაპირ პროპორციულია..
11) სიღატაკისა და უმძიმესი მატერიალური პირობების გამო კატასტროფულად გაიზარდა კრიმინალის მაჩვენებელი;
12) ეროვნული იდეალების პაროდირებამ და პროფანირებამ ინერციის წესით გამოიწვია პატრიოტული გრძნობებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაცემა, რაც ბუნებრივად ისახება არმიისა და სამხედრო სფეროს მიმართ არსებულ ანტიპატიაზე საზოგადოებრივ განწყობებში, რამაც ღირსების განცდა გაუფერმკრთალა ქართველი ხალხის უმრავლესობას;

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ უნიათო და წარუმატებელი ამჟამინდელ მთავრობას, რომელმაც საკუთარი აქტივი და პოლიტიკური კაპიტალი მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის დემონიზებაზე დააფუძნა, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლებას გარდაუვალ დელეგიტიმაციასა და მარცხს უქადის!

თეოლოგი

გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშიჰააგის სასამართლომ კარაჯინს საპატიმრო ვადა სამუდამოთი შეუცვალა
შემდეგი სტატიაპარლამენტში თეა წულუკიანის მოსმენა დღეს გაგრძელდება