პარლამენტში თეა წულუკიანის მოსმენა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენით დაიწყება.

წულუკიანი „მინისტრის საათის“ ფარგლებში დღესაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს, ვინაიდან მან გათვალისწინებული გამოსვლა მინიჭებულ ვადაში გუშინ ვერ დაასრულა.

იუსტიციის მინისტრის გამოსვლა გუშინ შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების დიდი ნაწილი საერთაშორისო სასამართლოებში აგვისტოს ომის გამოძიებას ეხებოდა. მინისტრს ასევე ჰკითხეს, რა საკითხზე ჰქონდა გუნდში უთანხმოება, რის გამოც თანამდებობიდან წასვლასაც არ გამორიცხავდა.

banner
წინა სტატიაშიივნიშვილი საქართველოს სახელმწიფოს აღიქვამს, როგორც პირადკორპორაციასა და ჰოლდინგს
შემდეგი სტატია“ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია,” – თინა ბოკუჩავა მის სილამაზეზე წულუკიანის განცხადებას პასუხობს