ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს პროკურატურა დამატებით მტკიცებულებად წარადგენს

პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, რომელიც მან 28 იანვრის შემდეგ გააკეთა, დავით გარეჯის საქმეზე მტკიცებულებად იქნება წარდგენილი.

როგორც მიხეილ სადრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯარო განცხადებები საქმეს დაერთოს.

„ივერი მელაშვილის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთდა განცხადებები 28 იანვრის შემდგომ პერიოდში. ეს ეხება ბრალდების საქმეს და ეს საჯარო პოზიციები მნიშვნელოვანია, რომ იყოს წარდგენილი საქმეში. იყო მისი ორი საჯარო განცხადება და საჯარო პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშირუსი დიპლომატი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
შემდეგი სტატიადაცვის მხარეს გააჩნია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას ადასტურებს