დაცვის მხარეს გააჩნია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას ადასტურებს

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარეს გააჩნია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას ადასტურებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე, სავარაუდოდ დღეს გადაწყდება, საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებს.

„შუამდგომლობები იქნება. ჩვენი მოსაზრება იქნება წარდგენილი პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. ასევე, პროკურატურასაც აქვს იგივე შინაარსის შუამდგომლობა ჩვენს მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ამას განიხილავს დღეს სასამართლო. ასევე, განიხილავს, საქმე არსებითად გადაეცეს თუ არა სასამართლოს. რაც შეეხება ჩვენს მტკიცებულებებს, ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არ ჩაუდენიათ დანაშაული“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

banner
წინა სტატიაშიივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს პროკურატურა დამატებით მტკიცებულებად წარადგენს
შემდეგი სტატიაჩვენ წარვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს,რომელშიც არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები