რუსი დიპლომატი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

2021 წლის 8 თებერვალს ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა.

კირილ გევორგიანი, რუსი დიპლომატი და იურისტი, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

2014 წელს სასამართლოში არჩევამდე, კირილ გევორგიანს ეკავა თანამდებობები რუსეთის დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის 2003-2009 წლებში ნიდერლანდების სამეფოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჩალაძე – საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის მხოლოდ 5%-სთვის დაუკვეთა ვაქცინა
შემდეგი სტატიაივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს პროკურატურა დამატებით მტკიცებულებად წარადგენს