ივანიშვილმა „ოცნების“ ლიდერები მიჭირხვნა

მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები

ივანიშვილმა „ოცნების“ ლიდერები მიჭირხვნა -„ქართული ოცნება“ საარჩევნო რეჟიმზე გადადის. დღეს, 6 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა 2020 წლის არჩევნებზე იმსჯელეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მთავარი მეოცნების და მისი ხელქვეითების შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილმა პარტიის ლიდერები სერიოზულად გამოლანძღა და მათ მუშაობის ხარისხი დაუწუნა.

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, რომ ივანიშვილი იმ კვლევის შედეგებმა აღაშფოთა, რომელიც მმართველმა გუნდმა ახლახანს ჩაატარა. აღნიშნულ შიდა კვლევებთან დაკავშირებით, „თაიმერმა“ არაერთი ექსკლუზივი შემოგთავაზათ,რასაც მაშინ „ოცნების“ მხარდამჭერების მრისხანება მოჰყვა. ამ კვლევებით გამოჩნდა, რომ „ოცნება“ ძალიან სავალალო დღეშია და მისი რეიტინგი ძალიან არის დაცემული,რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის ნდობა გაიზარდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მმართველ პარტიას თითქმის ჩავარდნა ყველა რეგიონში აქვს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ კვლევებით ზუსტი სურათის დახატვა არ შეიძლება,რადგანაც კვლევა ძირითადად იმ საარჩევნო უბნებზე ჩატარდა, სადაც „ოცნებამ“ არჩევნებზე ცუდი შედეგი აჩვენა შედეგი კი კიდევ უფრო გაუარესებულია.

უკეთესობა არც იმ უბნებზე შეიმჩნევა, სადაც „ოცნებას“ გამარჯვება აქვს მოპოვებული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს შედეგები ივანიშვილს სულ გულისკანკალით გააცნეს. ლიდერთა გულები თურმე არ ცდებოდნენ, მთავარმა მეოცნებემ ისინი გვარიანად გამოლანძღა. მათ არასათანადო მუშაობის გამოც უსაყვედურა და მოითხოვა, რომ 2020 წელს „ოცნებამ“ 60%-ზე ნაკლები არ უნდა აიღოს. როგორც “თაიმერისთვის” ხდება ცნობილი,ივანიშვილი კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ,ძალიან გაბრაზდა და ხმასაც კი აუწია. მან პარტიის ლიდერებს პასუხები მოთხოვა და აღნიშნა,რომ ამ შედეგის გამოსასწორებლად გუნდს ყველა საშუალება აქვს და საქმეს არ კეთდება. ამასთან მოსთხოვა, რომ ნებისმიერი გზით, “ყირაზე გავლით”, მაგრამ არჩევნებზე 60% -ის აღებით ვითარება გამოასწორონ. როგორც წყაროს საუბრიდან ირკვევა, მთავარ მეოცნებეს არ დაუკონკრეტებია, ეს 60% ჩიტმა უნდა მოიტანოს, თუ ჰაერმა.

პარტიის ლიდერებმა თავისით უნდა გაარკვიონ რა ვითარება და რა მოქმედებაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ 60%-ის აღება პარტიას წინა კვირაში პარლამენტის სპიკერის სკამიდან გადმოგდებულმა ირაკლი კობახიძემ უწინასწარმეტყველა. მისი პროგნოზით, „ოცნება“ 60%-ს აიღებდა, ნაციონალები და „ევროპული საქართველო“ ერთად 20%-ს. დანარჩენი 20% კი სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდება. დღეს, 6 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე კობახიძე უფრო მოკრძალებული იყო და აღნიშნა, რომ მათი მიზანი 50%-ს ასცდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე ივანიშვილი არჩევნებზე 70%-ის აღებას ითხოვდა, მაგრამ დღეს კვლევების შედეგი რომ ნახა უცბად ჩამოვიდა 60%-ზე.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების წინააღმდეგია, თუმცა ძალადობას ემიჯნება
შემდეგი სტატია“მაღალიერარქების მამათმავლობა, მრუშობა და ა.შ. სამწუხარო რეალობაა”-მღვდელმონაზონი ანდრია სარია