“მაღალიერარქების მამათმავლობა, მრუშობა და ა.შ. სამწუხარო რეალობაა”-მღვდელმონაზონი ანდრია სარია

” დაიწყო 1977 წლიდან დღემდე ჩადენილი უსამართლობების გამოძიება, დაზარალებულ ადამიანებთან პირადი შეხვედრა და აღბეჭვდა ამ საკითხების. საქმე იმაზე პრობლემატური აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა.

მაღალიერარქების მამათმავლობა, მრუშობა და ა.შ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ სანამ ეკლესიიდან არ განიკვეთებიან მსგავსად ანანიასა და საპფირასი მანამდე ეკლესია ვერ მოიხსნის ,,ბეჭებიდან” ამ ტვირთს. რაზეც უნებლიედ თვალდახუჭული უწევდათ გვერდის ავლა სასულიერო პირებს, დღეს მოუწევთ ხმამაღლა დაგმობა ამ სიბინძურის. თუ ამბობთ რომ დროა, ეს დრო დადგა მეგობრებო და მეც გიდასტურებთ. სასულიერო პირებს ვთხოვ, ძალიანაც ნუ დააჩქარებენ დაძრულ პროცეს, რომ მრევლისთვისაც ნათელი გახდეს და შეძლონ საქმის არსში სრული თანმიმდევრობით გამოყოლა. როგორც აღვნიშნე, საეკლესიო კანონების გზით ღიად მოვითხოვოთ იმ ადამიანთა განკანონებას, რომლებიც დღემდე იმყოფებიან უმძიმეს ცოდვებში და თავს წმინდანად აცხადებენ. დავასრულოთ სიბინძურის ეკლესიაში დამკვიდრების ტრადიცია, ეყოს მტერს რაც დღემდე გვმართა და დაგვსვა უპრინციპობის ორბიტაზე. მიყვარხართ, რომ ასე გულდასმით და ქრისტიანული ერთგულებით მოეკიდეთ ამ საკითხს მამებო, თეოლოგებო!”-აცხადებს  მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა „ოცნების“ ლიდერები მიჭირხვნა
შემდეგი სტატიადღეს ქუთაისს ცნობილი საოპერო ტენორი ანტონელო პალომბი ეწვევა