ივანიშვილმა დაჭერების სეზონი გახსნილად გამოაცხადა-სიყვარულით „ყველას დაგიჭერთ თოფურიძე“ გამოჩნდა?!

„კორტების“ საქმეზე დაჭერები გაგრძელდება. რამდენ პირს ემუქრება საპატიმრო?

ივანიშვილმა დაჭერების სეზონი გახსნილად გამოაცხადა.
ქვეყანაში სოსო თოფურიძის აჩრდილი გამოჩნდა.

ალბათ ყველას გახსოვთ კუდის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე. აი ის სოსო, ხალხმა სიყვარულით „ყველას დაგიჭერთ თოფურიძე“ რომ შეარქვა. მის სახელს ბევრი საჯარო დაჭერა უკავშირდება, ჰოდა, ჩათვალეთ რომ საქართველოში სოსო თოფურიძის აჩრდილი გამოჩნდა.
თავად ყველას დამჭერი სოსო, ახლა საქართველოდან არის გავარდნილი და რწმენაშია გადავარდნილი.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ცოტა მეტი რჩება, თუ მანამდე ვადამდელის ჩატარება არ გახდა აუცილებელი. რეიტინგჩაქვესკნელებულ „ქრთულ ოცნებას“ სასწრაფოდ სჭირდება რაღაც ისეთის მოფიქრება, რაც მათ მდგომარეობას ოდნავ გააუმჯობესებს.

როგორც „თაიმერი“ უკვე წერდა, ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ გადასარჩენად პრემიერად აპირებს დაბრუნებას. მისი დაბრუნება კი ბევრ ხმაურიან დაკავებებთან იქნება დაკავშირებული. „ოცნების“ კულუარებში უკვე ღიად საუბრობენ, რომ შემოდგომიდან ბევრი ხმაურიანი დაკავება იქნება.

დაკავებების სერია კი უკვე დაწყებულია. ხელისფლებამ როგორც იქნა აღირა, რომ ყალბი ფაქტურების საქმეზე, რომლის წყალობითაც ბიუჯეტი ათეულობით მილიონით დაზარალდა, ბიზნესმენების ჯგუფია დაკავებული.
მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ მალე იმ მაღალჩინოსნებსაც დააკავებენ, რომლებიც ამ ბიზნესმენებთან ერთად იყვნენ საქმეში.
დაკავებებს ქრთამის აღებაზეც უნდა ველოდოთ. ამ ფაქტზე არაერთი მაღალჩინოსანია ისედაც დაკავებული, მაგრამ ახლა უფრო სერიოზული ამბები გველოდება წინ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.86%-ით გაიზარდა.
მექრთამე და კორუმპირებული ჩინოსნების დაკავება მხოლოდ კორიფციასთან ბრძოლასთან არ არის დაკავშირებული. ეს საუკეთესო საშუალებაა არჩევნების წინ მავანი მადააშლილი მაღალჩინოსნის გასაჩერებლად.
არჩევნებამდე ერთი წლით ადრე „ოცნებამ“ უკვე დაიწყო საარჩევნო სიის კონტურების მოხაზვა. სიის შედგენაში ძირითადად რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს და ახლა ისინი კვოტებს იყოფენ, იმაზე იბრძვიან ვინ უფრო მეტ თავისიანს ჩაწერს გამსვლელ სიაში. მართალია „ოცნება“ იძახის ჩვენ ერთი გუნდი ვართო, მაგრამ ეს ერთი გუნდი რამდენიმე დაჯგუფებად არის დაყოფილი. რაც დიდ პარტიებში ჩვეულებრივი ამბავია.
დაჭერებსა და საარჩევნო სიას კი ის კავშირი აქვს, რომ ვინც ძალიან ბევრს იხტუნავებს, მის ხალხს გაუშვებენ ციხეში. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ამ მხრივ ყველაზე შავად თბილისის მერს აქვს საქმე. „ოცნებაში“ მისი ბევრს ეშინია. მას გარდა იმისა რომ სერიოზული გუნდი ჰყავს, ფინანსებიც არ აჯლია. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ მას ზურგი შეიძლება ქართველმა მილიარდერმა დავით იაკობაშვილმა გაუმაგროს.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს „ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური სახე ოთო აბესაძე. მოგვიანებით „ოცნებაში“ თქვეს, რომ ის დაჟინებით ითხოვდა თბილისის საკრებულოს სიაში ჩასმას.
გისოსებს მიღმა რამდენიმე ყოფილი მინისტრიც შეიძლება ვიხილოთ. დიმიტრი ქუმსიშვილსა და ზურაბ ალავიძეს უკვე შეუთვალა ხელისუფლებამ რაღაცები. გაფრთხილებულია მათი ბელადი გიორგი კვირიკაშვილიც.
ყოფილი პრემიერის და კიდევ ორი ნამინისტრალის დაკავება ერში კმაყოფილების გარდა არაფერს გამოიწვევს _ ყველამ იცის რომ მათ სახელთან არის დაკავშირებული ასეულობით მილიონი ლარის გაქრობა.
შემოდგომა პოლიტიკურად ძალიან ცხელი იქნება _ დასაჭერი ძალიან ბევრია.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიდღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულისხსოვნას-რუსლან აბაშიძე
შემდეგი სტატიალევან აქუბარდიამ პარლამენტს “ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა