ლევან აქუბარდიამ პარლამენტს “ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა

იურიდიული კომპანიამ „აქუბარდია და პარტნიორების” მმართველმა პარტნიორმა, საჯარო სამართლის მაგისტრმა, დოქტორანტმა, საგადასახადო სამართლის საკითხებში ექსპერტმა ლევან აქუბარდიამ საქართველოს პარლამენტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში (2014 წლის 06 თებერვალი, #1982-IIს) ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა.

აქუბარდიას განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება მოიცავს კანონმდებლობაში კონკრეტული ცვლილების შეტანის გზით, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას კონკრეტული დროის მონაკვეთში, რაც იძულებით ადგილნაცვალ პირსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთნდობის ხარისხის ამაღლებასა და ვალდებულების დროულ შესრულებას ემსახურება.

“წლებია, ვემსახურები იძულებით ადგილნაცვალ პირებს სამართლებრივი პრობლემატიკის მოწესრიგებასა და მათ სამართლებრივ გადაწყვეტაში, რადგან თავად გახლავართ იძულებით ადგილნაცვალი პირი და კარგად მესმის თითოეული დევნილის პრობლემის მაჯისცემა.

სწორედ მოცემული პრობლემების შესწავლისა და ანალიზის შედეგად, როდესაც აღნიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო რეგულაციების არასრულყოფილება ქმნიდა სერიოზულ სამართლებრივ ბარიერებს, გაჩნდა აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო წინადადების იდეა, რაც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან, იგი სრულად ასახავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სამართლიანი და დროული დაცვის ვალდებულებას. სამწუხაროდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში დღემდე არ არსებობს დათქმა, რომლითაც სახელმწიფოს აქვს საცხოვრისით უზრუნველყოფის ვადა განსაზღვრული.

საკანონმდებლო წინადადება მოიცავს კანონმდებლობაში კონკრეტული ცვლილების შეტანის გზით, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას კონკრეტული დროის მონაკვეთში, რაც იძულებით ადგილნაცვალ პირსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთნდობის ხარისხის ამაღლებასა და ვალდებულების დროულ შესრულებას ემსახურება.

კერძოდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო რეგულაცია სახელმწიფოს გახდის ვალდებულს მისი ქვეყნის მოქალაქე (იძულებით ადგილნაცვალი პირი) საერთაშორისო კანონმდებლობითა და ხელშეკრულებებით, კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების კანონით დადგენილ ზუსტ ვადაში (დროში) შესრულებით უზრუნველყოს.

სიმბოლურია, რომ 2019 წლის 14 აგვისტოს შედის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტში, რადგან სწორედ დღეს 14 აგვისტოს გახლავთ 27-ე წლისთავი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან და ამ საკმაოდ ხანგრძლივი ვადის განმავლობაში სახელმწიფომ სრულად ვერ უზრუნველყო იძულებით ადგილნაცვალი პირები-დევნილები ღირსეული საცხოვრისით, რაც როგორც მოგეხსენებათ ართულებს მოსახლეობის ამ ნაწილის ისედაც რთულ და გაუსაძლის პირობებში ყოფას. შესაბამისად ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს წარდგენილ დამატებას მითითებულ კანონში და მიიღებს ადამიანის უფლებებზე მორგებული, სრულყოფილი დოკუმენტის ცივილიზებულ ვერსიას“, – განაცხადა ლევან აქუბარდიამ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა დაჭერების სეზონი გახსნილად გამოაცხადა-სიყვარულით „ყველას დაგიჭერთ თოფურიძე“ გამოჩნდა?!
შემდეგი სტატია,,სინოდის წევრ მღვდელმთავართა უმრავლესობაზე საპატრიარქოს და სუს-ს კომპრომატები აქვთ”