დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულისხსოვნას-რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის განცხადება

,,14 აგვისტო, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისათვლის წერტილია. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის ხსოვნას ვინც თავი შესწირა ქვეყნის ერთიანობას. სამწუხაროდ,ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა საუკუნეების განმავლობაშიგრძელდება და მისი მსხვერპლი ჩვენი ხალხი და საზოგადობაა. საქართველოში განვითარებული მოვლენები არ არისეთნოკონფლიქტები, არამედ ერთიანი საზოგადოების დანაწევრებისმცდელობას წარმოადგენს. დღეს მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლიოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოებას არის,რომელსაც დიდი საფასურის გაღება უწევს, მათ შორის, კულტურის,ენის, დემოგრაფიის და ნაციონალური იდენტობის ხარჯზე. აფხაზეთის საზოგადოება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზემცხოვრები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები დადევნილები, იმყოფებიან უდიდესი განსაცდელის წინაშე. ამიტომყველამ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, გვეყოსსიძლიერე და არ დავუშვათ მიმდინარე მოვლენების შეუქცევადპროცესებად გადაქცევა. ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებულისამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს. სწორედ მშვიდობიანი გზებითვაპირებთ ნებისმიერი უთანხმოების მოგვარებას, ვინაიდანმშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია”-აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძე

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატიაივანიშვილმა დაჭერების სეზონი გახსნილად გამოაცხადა-სიყვარულით „ყველას დაგიჭერთ თოფურიძე“ გამოჩნდა?!