ივანიშვილის რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ამის შემდეგ, სამყარო მიიღებს საქართველოს ისე, როგორც თავისუფალ წევრს – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ამის შემდეგ, სამყარო მიიღებს საქართველოს როგორც თავისუფალ წევრს:

“ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, მიუხედავად ყველაფრისა მაინც ელოდა უფრო სწრაფ შედეგს საქართველოსთვის, თუმცა რეალობამ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს იმედების საფუძველს სამწუხაროდ არ იძლეოდა. ამიტომ მესმის მათი ემოციის, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს. ამ რეჟიმმა იმ მდგომარეობაში დააყენა, რომელიც შეუთავსებელია არათუ ევროკავშირის ან ნატოს წევრობასთან, ზოგადად, თავისუფალი სამყაროსკენ სვლასთან არის.

ამ ვითარებაში, რეალისტურად მაქსიმალურად კარგი გზავნილი იყო საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომ არათუ კარი არის ღია ჩვენთვის, არამედ კონკრეტულად შეგვიძლია, რომ ჩვენ ისტორიული მისია შევასრულოთ, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის წევრობა, ეს არის ნატოს წევრობა ეს არის მთლიანად დაბრუნება თავისუფალ სამყაროში, ოღონდ დღევანდელი ვითარება საქართველოში, დღევანდელი რეჟიმი, ივანიშვილის რეჟიმი ამ ამოცანასთან არის შეუთავსებელი. ეს წერია დიპლომატიურად, პოლიტიკურად, კორექტულ ენაზე ამ რეკომენდაციაში, იმიტომ რომ ის ტრანსფორმაციული ცვლილებები რაც იქ ჩამოთვლილია, არის შეუძლებელი ამ რეჟიმის პირობებში – ამბობს ბოკერია

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი გადაწყვეტილება გათვლილია შიდა პოლიტიკურ შოკზე, რაც არ უნდა დაუშვას საქართველომ და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ – ბიძინა გიორგობიანი
შემდეგი სტატიასაქართველო აუცილებლად გამონახავს გზებს, რომ მშვიდობით გახდეს ევროპის ღირსეული ნაწილი – ანდრია გვიდიანი