საქართველო აუცილებლად გამონახავს გზებს, რომ მშვიდობით გახდეს ევროპის ღირსეული ნაწილი – ანდრია გვიდიანი

„ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომ „უკრაინელები მზად არიან ევროპისთვის მოკვდნენ“, იმის დასტურია, რომ თურმე სისხლისღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი ევროკომისიის დასკვნას.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც სასიხარულოა.

„ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომ „უკრაინელები მზად არიან ევროპისთვის მოკვდნენ“, იმის დასტურია, რომ თურმე სისხლისღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ევროკავშირის მიერ დადასტურებული კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო უკრაინასაც და მოლდოვასაც უსწრებს, თურმე არაფერს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს მსჯელობა მიუღებელთან ერთად, ამორალურიც არის. ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად „მოვკვდეთ“; ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება სიცოცხლეა; ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის მშვიდობა ყველაზე დიდი ფასეულობაა; ბოდიში, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველოში სისხლი უკვე დაიღვარა; ბოდიში, მაგრამ ჩვენ ევროპა ცოცხლებს გვინდა და არა მკვდრებს!!!; ბოდიში, მაგრამ სიკვდილით მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის; მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც სასიხარულოა. საქართველო აუცილებლად გამონახავს გზებს, რომ მშვიდობით (და არა სისხლით!!!) გახდეს ევროპის ღირსეული ნაწილი“, – წერს გვიდიანი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ამის შემდეგ, სამყარო მიიღებს საქართველოს ისე, როგორც თავისუფალ წევრს – ბოკერია
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის, დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი – ჯოზეფ ბორელი