დღევანდელი გადაწყვეტილება გათვლილია შიდა პოლიტიკურ შოკზე, რაც არ უნდა დაუშვას საქართველომ და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ – ბიძინა გიორგობიანი

„ომში ჩართული, კორუმპირებული უკრაინის და СНГ წევრი არანაკლებ კორუმპირებული მოლდოვისათვის თანხმობა და EU-დან შორს მდებარე საქართველოსთვის უარი, ძალიან წააგავს 2008 წელს MAP-ის უარს, რასაც შედეგად საქართველოს დანაწევრება მოჰყვა“, – ასე ეხმიანება ბიძინა გიორგობიანი ევროკომისიის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას.

მისივე განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება გათვლილია შიდა პოლიტიკურ შოკზე, რაც არ უნდა დაუშვას საქართველომ და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ.

„ევროკომისიის რეკომენდაცია სავარაუდოდ უცლელად აისახება დადგენილებაში. ომში ჩართული, კორუმპირებული უკრაინის და СНГ წევრი არანაკლებ კორუმპირებული მოლდოვისათვის თანხმობა და EU-დან შორს მდებარე საქართველოსთვის უარი, ძალიან წააგავს 2008 წელს MAP-ის უარს, რასაც შედეგად საქართველოს დანაწევრება მოჰყვა. დღევანდელი გადაწყვეტილება გათვლილია შიდა პოლიტიკურ შოკზე, რაც არ უნდა დაუშვას საქართველომ და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ. ასევე, არ უნდა დავუშვათ EU ღირებულებებიდან გადახვევა, რაც ისტორიულად ჩვენს ორიენტირს წარმოადგენს. უსამართლობა ჩვენი ისტორიის თანმდევია, მაგრამ უსამართლობას ქართველი არასოდეს შეუცვლია. დავიმახსოვროთ ყველა „პარტია„ და ყველა მეზობელი, ვისაც ეს უსამართლო გადაწყვეტილება გაუხარდა და ზეიმობს“, – წერს ბიძინა გიორგობიანი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიმხარდაჭერის ძლიერი სიგნალი მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის – სანდუ ევროკომისიაზე
შემდეგი სტატიაივანიშვილის რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ამის შემდეგ, სამყარო მიიღებს საქართველოს ისე, როგორც თავისუფალ წევრს – ბოკერია