“ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომელიდან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია” – გიგა ბოკერია

“რაც ვიხილეთ ფიზიკური აგრესია, ზოგადად უაგრესიულესი დამოკიდებულება და ფიზიკური ძალის გამოყენება, ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომელიდან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია ქარელში “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან “მთავარი არხის” ოპერატორის გადმოგდების ფაქტს.

“ის, რაც ვიხილეთ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორ სახიფათო ძალად იქცა ივანიშვილის მიერ შექმნილი მართველი პარტია იმ ისტერიულ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი არიან, იმისდა მიუხედავად უშუალოდ დეტალურად როგორ მოხდა ოპერატორის ჩამოვარდნა კიბიდან თუ მეორე სართულიდან ის, რაც ვიხილეთ ფიზიკური აგრესია, ზოგადად უაგრესიულესი დამოკიდებულება და ფიზიკური ძალის გამოყენება, ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომელიდან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია” – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ჩემი მხარდაჭერა ბექა ყორშიას, ლევან აბუთიას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც ახლა არიან რეალურად ფრონტის წინა ხაზზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია “ქართულ ოცნებას” პასუხობს