გიორგი გახარია “ქართულ ოცნებას” პასუხობს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა ოცნების ხელმძღვანელი პირებიდან მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე.

„სამწუხაროდ, ოცნებას ამ ბოლო პერიოდში ახასიათებს ყველას ყველაფერი დააბრალოს რომ როგორმე თავის პასუხისმგებლობას გაექცეს – თან ასე ირიბად დააბრალოს, რომ მერე რო ეტყვი – მაბრალებ? – არა მე ეგ არ მიგულისხმიაო. თუ დაბრალება უნდათ, რაც უნდათ ის დაგვაბრალონ, წავიდნენ გამოძიება დაიწყონ. არავის არ ეშინია აი ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის. მე ერთი რამე მინდა გითხრათ – აი იმ ადამიანების გვარებს, რომლებსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ ჩემი კოლეგების, ჩემი თანამებრძოლების – ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, კახა ქემოკლიძის, კახა საბანაძის – ეს ღირსეული ადამიანები არიან ,რომლებიც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში ემსახურებიან და ბევრ მათგანს ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს – იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის რაც ამ ხალხს გაუკეთებია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ოცნებას საქმეზე ლაპარაკი არც უნდა და არც შეუძლია და მათ შესაძლებლობებში მხოლოდ მუქარა და ჭორაობა შედის.
„ვინმეს თუ გონია რომ ამ ხმამაღალი განცხადებებით წესრიგს დაამყარებენ და რაღაცას იზამენ, ან ვინმეს ეშინია – არავის არ ეშინია. პირიქით – დროზე დაიწყონ გამოძიება, იმის მაგივრად რომ ერთი დღის დაწყებულ გამოძიებაზე თანამდებობის პირები ეწყობიან პრემიერიდან დაწყებული, მერით და პარტიის თავმჯდომარით გაგრძელებული და რაღაც მინიშნებებს აკეთებენ – ამას ჰქვია ბინძური ნეგატიური პროპაგანდა არჩევნების წინ. იმიტომ რომ სხვა რესურსი ხომ არა აქვთ, საქმეზე ლაპარაკი ხო არ უნდათ და არ შეუძლიათ – ერთადერთი რაც შეუძლიათ აი ეს ჭორაობა და მუქარა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ მუქარის არავის არ ეშინია – გადაეცით, რომ მაგათი მუქარის არავის არ ეშინია. განსაკუთრებით იმ მუქარების, რომლებსაც ამაგრებენ ტყუილებით და ჭორებით.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომელიდან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია” – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიანიკოლაძის ქუჩაზე დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა