“ივანიშვილის რეჟიმი არის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში”-ოპოზიცია ევროპარლამენტარების ნეგატიურ შეფასებებზე

ევროპარლამენტარების ნეგატიური შეფასებები მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება საფრთხის ქვეშაა, რასაც ადეკვატურად აღიქვამენ საერთაშორისო პარტნიორებიც.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მდივნის თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი ხალხის ხმას არ შეისმენს, მის მიმართ კრიტიკა უფრო გამძაფრდება.

“სამწუხაროდ მას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება და ანგარიშები აინტერესებს,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” მდივანი გიორგი კანდელაკი “ივანიშვილის რეჟიმს” საერთაშორისო იზოლაციაში მყოფს უწოდებს.

“ასეთი დებატები ევროპარლამენტში მე არ მახსოვს, თან გამოვიდნენ წამყვანი, სერიოზული ხალხი, მესამე ხარისხოვანი ფიგურები არ იყვნენ. კარგად აყურებინონ ივანიშვილს ეს დებატები,” – აღნიშნა გიორგი კანდელაკიმ.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათი პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებისთვის აბსოლუტურად ცხადია, რადგან ირაკლი კობახიძის თქმით, დებატებზე არგუმენტირებულად ისაუბრეს.

“ჩვენ არგუმენტირებულად ვესაუბრებით ყველაფერზე, რაც იყო დაგეგმილი, რაც ვერ განხორციელდა და მიზეზებზე თუ რატომ და როგორ ვერ განხორციელდა, ეს არის რეალური სურათი,” – აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი კობახიძემ.

 

banner
წინა სტატიაში“ამ მატყუარა არსებამ აღიარა, რომ ე.წ. “მაჟორიტარების ამბოხი” მან დაგეგმა და მან შეასრულა”
შემდეგი სტატია“მუშაობა მიმდინარეობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდეს უპირობოდ”