“ამ მატყუარა არსებამ აღიარა, რომ ე.წ. “მაჟორიტარების ამბოხი” მან დაგეგმა და მან შეასრულა”

“ამ მატყუარა არსებამაც კი აღიარა, რომ ის ვითომ ამბოხი, სინამდვილეში წინასწარ განზრახული მზაკვრობა იყო” – ასე შეაფასა პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.

უგულავას განცხადებით, ის, რომ ივანიშვილი არჩევნების მაჟორიტარულ სისტემას აქებდა, ცხადყოფს, 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტის ჩავარდნა წინასწარ დაგეგმილი იყო.

“გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ამ მატყუარა არსებამაც კი, ივანიშვილი მყავს მხედველობაში, აღიარა, ის ვითომ ამბოხი სინამდვილეში არანაირი ამბოხი, არამედ წინასწარ განზრახული მზაკვრობა იყო, რომელიც მან დაგეგმა და მან შეასრულა. გუშინ ის თავგამოდებით იცავდა და აქებდა მაჟორიტარულ სისტემას,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილს ამ აქციების ერთი პოლიტიკური პარტიის პროტესტად მონათვლა არ გამოუვა “
შემდეგი სტატია“ივანიშვილის რეჟიმი არის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში”-ოპოზიცია ევროპარლამენტარების ნეგატიურ შეფასებებზე