ივანიშვილის ხის ტრანსპორტირება- ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და გაჩეხილი ხეები ნატანებში

გურიაში ასწლოვანი ხეების გადატანა გრძელდება. სოფელ ქვემო ნატანებიდან დენდროლოგიურ პარკში წიფლის ტრანსპორტირების გამო გასულ ღამეს, დასახლებაში გაითიშა ელექტროენერგია და გაზი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საგზაო ნიშნები.შეფერხებული იყო მოძრაობა ნატანები-ურეკის მაგისტრალზეც. სასწრაფოს დახმარების მანქანას გადაადგილება შემოვლითი გზით მოუხდა.

ასწლოვანი წიფელის გამო მოიჭრა ევკალიპტის და ფიჭვის ის ხეები, რომლებიც ხის ტრანსპორტირების ხელს უშლიდა. ხის გადატანის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიგარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები აბასთუმნის ქუჩიდანაც აიღეს
შემდეგი სტატიაპრემიერმა საზოგადოებას ევროპოლთან ხელშეკრულების გაფორმება მოულოცა და შსს-ს გაწეული სამუშაოსთვის მადლლობა გადაუხადა