გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები აბასთუმნის ქუჩიდანაც აიღეს

აბასთუმნის ქუჩაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები აღებულია, ამის შესახებ ინფორმაციასა თბილისის მერია ავრცელებს:

აბასთუმნის ქუჩიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები მთლიანად აღებულია.
თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიასა და აბასთუმნის ქუჩაზე მყოფი გარემოვაჭრეები „დეზერტირების“ ბაზარში შევიდნენ. 150-მდე გარემოვაჭრე საქმიანობას 6 აპრილიდან აღნიშნული ბაზრის ტერიტორიაზე განაგრძობს. “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლებმა ტერიტორია სპეციალური ტექნიკის დახმარებით დაასუფთავეს.” ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია უშიკიშვილის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაივანიშვილის ხის ტრანსპორტირება- ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და გაჩეხილი ხეები ნატანებში