“ივანიშვილის ჩინოსნები მოსკოვში, ტვერსკაიაზე ყიდულობენ უძრავ ქონებას” – ბარამიძე

ივანიშვილის ჩინოსნები მოსკოვში, ტვერსკაიაზე ყიდულობენ უძრავ ქონებას. – აცხადებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე

“ძველ უბნებში გამალებით მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. აქ ბინების 90%-ს ჩინოსნები ყიდულობენ, დანარჩენი 10% ირანელები არიან.

რა შემოსავლები აქვთ ჩინოსნებს, რომ ორ-ორ, სამ-სამ, ოთხ-ოთხ ბინებს ყიდულობენ თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში. ბოლო დროს მოდაში შემოვიდა მოსკოვში ბინების ყიდვა.

ივანიშვილის ჩინოსნები მოსკოვში, ტვერსკაიაზე ყიდულობენ უძრავ ქონებას. მოსკოვის გარდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც ყიდულობენ ბინებს. სახლების გარდა, მაღაზიებსაც ყიდულობენ საზღვარგარეთ. ამ საკითხებს ჯერ ისევ ვამუშავებთ და უახლოეს მომავალში ძალიან საინტერესო ინფორმაციას გავასაჯაროებთ.” ამბობს ბარამიძე

banner
წინა სტატიაშირეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პრეზიდენტმა ანგარიში უნდა წარადგინოს
შემდეგი სტატიამოსამართლეების ეს სია ვერ იქნება მიღებული, ეს სია შეჩერდება – ბესელიას პასუხი ივანიშვილს