მოსამართლეების ეს სია ვერ იქნება მიღებული, ეს სია შეჩერდება – ბესელიას პასუხი ივანიშვილს

მოსამართლეების ეს სია ვერ იქნება მიღებული, ეს სია შეჩერდება- ეს განცხადება, დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ბესელიამ ივანიშვილის კრიტიკული განცხადების შემდეგ “ყველაფრისთვის ნათელი მოფენა” დაანონსა, დღევანდელ ბრიფინგზე მას ივანიშვილის ბრალდებებისთვის პასუხი ფაქტობრივად არ გაუცია. მხოლოდ ის თქვა, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია და უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიის განხილვა შეჩერებული. მისი თქმით, ახლა მეორე ეტაპი იწყება, როდესაც უნდა შემუშავდეს ცვლილებები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

„ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, ეს სია ვერ იქნება განხილული იურიდიული კომიტეტის მიერ, ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება და ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, იმიტომ, რომ პროცესი არ დასრულებულა,“ – განაცხადა ბესელიამ.

ბესელია ამბობს, რომ სიის შეჩერება და ახალი კრიტერიუმების შემუშავებაში მას და მის თანამოაზრეებს დიდი წვლილი მიუძღვის.

„ეს მიზანი ორივე, პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე ოთხშაბათს და ვფიქრობ, რომ ამად ღირდა ყველაფერი და ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და ყველა იმ ადამიანის მიზანი, ვისთვისაც ღირებულია სამართლიანი სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში,“ – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის ჩინოსნები მოსკოვში, ტვერსკაიაზე ყიდულობენ უძრავ ქონებას” – ბარამიძე
შემდეგი სტატიაოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს – ბესელია თანაგუნდელებს მიმართავს