“ივანიშვილის ბიტკოინების ქარხანა, რომელიც 11 თეთრად იღებს დენს, დაფინანსდება ჩვენგან ამოღებული თანხებით”

არ მოვიდა გუგავა? მოვიდა გაძვირებული ტარიფები- ასე გამოეხმაურა ელექტროენერგიაზე გადასახადის გაძვირებას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი. როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, ის დღეიდან საპრეზიდენტო ბრიფინგებს იწყებს და მომავალი 10 თვის განმავლობაში მოსახლეობას გააცნობს, თუ რას აპირებს გაპრეზიდენტებისთანავე. ნათელაშვილმა ტარიფების გაძვირებაზე პასუხისმგებლობა იმ ამომრჩეველს დააკისრა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა და მისაცა, ვინც არჩევნებში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა:
“წინასაახალწლოდ ხელისუფლებამ შესანიშნავი მოლოცვა გააკეთა დენის და წყლის გაძვირებით. შესაბამისად, ივანიშვილ- კალაძის მილიარდებს დაემატა რამდენიმე მილიონი ჩვენიდან ამოღებული კაიპიკები. გაპრეზიდენტებისთანავე დაუყოვნებლივ დავშლი მარეგულირებელ კომისიას , მაფიას და თავიანთ გადაწყვეტილებებს ასეთ არაადამიანურ გაძვირებებზე, გადავახევ თავზე. ასე, რომ მათ შეუძლიათ ახლავე ეძებონ სამსახური თუ ასეთს იშვიან. ასეთს ვერ იშოვიან იმიტომ, რომ 20 ათასი და 25 ათალი ხელფასი აქვთ ჩვენს წამებაში ყოველთვიურად. არაფერი ახალი არ იყო იმაში, რომ გაძვირება მოხდებოდა. მთელი ზაფხული გუგავამ, პარტიამ, მე, გავატარეთ ხელჩართულ ბრძოლაში პატრულთან, სპეცრაზმებთან . გადაწყვეტილების პროექტი გაძვირებაზე ჰქონდათ გამზადებული და არჩევნების შემდგ, თუ ისინი გაიმარჯვებდნენ , ეს მოხდებოდა გარდაუვლად. ამ შემხვევაში ხელისუფლებამ შეასრულა თავისი დაპირება , ერთადერთი დაპირება შეასრულა , არაფერი არ მოუტყუებია და რასაც ამზადებდა ის განახორციელა წლის ბოლოს. ვისი ბრალია ეს? იმ 800 ათასი ჩვენი თანამოქალაქის , რომლებიც დაეწყვნენ, არჩევნებზე წავიდნენ ხმა მისცე ს, წააქეზეს და გაახალისეს არაადამიანური რეჟიმი. არ მოვიდა გუგავა? მოვიდა გაძვირებული ტარიფები და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმადამიანებს ვინც არ გათავლა, ვერ გათვალა ან იმწუთიერ საშოვარს გადაჰყვა და გადააყოლა ქვეყნის ინეტერსები და იმ ხალხის ინტერსები, ვინც არაფერ შუაში არ იყო. პასუხიმგებლობა ეკისრება იმათაც, ვინც სახლში ზის ქრონიკულად და არ მოდის არჩევნებზე . ჩვენს მაგივრად ქვეყანას სხვა ვერავინ უპატრონებს და ვერავინ ვერ დაგვირეგულირებს სამართლიან ტარიფებსა და სოციალურ თანასწორობას ჩვენი ბრძოლის და ჩვენი მონდომების გარეშე. დღეს მოხდა ის, რომ კალაძის 20 ჰესიდან მიღებული 3 თეთრიანი დენი ავარდა თითქმის 25-ზე. ივანიშვილს დაეცა ტუზი და მისი ბიტკოინების ქარხანა, რომელიც 11 თეთრად იღებს დენს და გამოიმუშავებს მილიარდებს, დაფინანსდება ჩვენგან ამოღებული თანხებით” განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილს ადვოკატი შეეცვალა – მის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს
შემდეგი სტატია„გამოაქვეყნეთ მტკიცებულებები!“ – „ევროპულ საქართველოს“ პანკისის სპეცოპერაციზე კითხვები აქვს