„გამოაქვეყნეთ მტკიცებულებები!“ – „ევროპულ საქართველოს“ პანკისის სპეცოპერაციზე კითხვები აქვს

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციას შეკითხვები აქვს. მისი თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოაქვეყნონ მტკიცებულებები და ფაქტები, რითიც დაადასტურებენ დაკავებულებისა და დაჭრილი პირის კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან.
„იმისთვის, რომ დაძაბულობა არ იყოს და ვინმემ მართლა არ გამოიყენოს, აუცილებელია პასუხები ამ კითხვებს – ის თუ რით დასტურდება დაკავებული ადამიანების კავშირი ჩატაევთან. მთავარი პრობლემა, რომელიც ამ დღეებშია, არის თუ რით დასტურდება ჩატაევთან ახალგაზრდის კავშირი, რომელიც დაჭრილია, ასევე ის კითხვები, რასაც ოჯახი აყენებს, ფაქტობრივად, მძინარე მდგომარეობაში იყო ნასროლი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის ბიტკოინების ქარხანა, რომელიც 11 თეთრად იღებს დენს, დაფინანსდება ჩვენგან ამოღებული თანხებით”
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო