თემირლან მაჩალიკაშვილს ადვოკატი შეეცვალა – მის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილს ადვოკატი შეეცვალა – მის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. მარიამ კუბლაშვილი ასევე, იქნება რუსლან ალდამოვის ადვოკატიც.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ კუბლაშვილი მაჩალიკაშვილების ოჯახის ნათესავია და მისი ადვოკატად აყვანა სწორედ ოჯახის მოთხოვნით მოხდა.
„უკიდურესად მძიმეა მისი მდგომარეობა, აპროტესტებს მთელი ოჯახი და ხეობა, გავაპროტესტებთ ჩვენც, უფლებადამცველები. ჩემს გვერდით კიდევ მრავალი ადვოკატი დადგა, რომელთაც სურთ უსასყიდლოდ ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან ამ ადამიანის უფლებები, იქიდან გამომდინარე რომ ის დამნაშავეც რომ ყოფილიყო, რასაც გამოვრიცხავთ, მისთვის სროლა ლიიკვიდაციის მიზნით ასე არ უნდა მომხდარიყო’- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა, მისი ტქმით რუსლან ალდამოვი აჰმედ ჩატაევთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.

მაჩალიკაშვილების ყოფილი ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ადვოკატის შეცვლა ოჯახის მოთხოვნით არ მომხდარა და სახელმწიდო უსაფრთხოების სამსახური გარკვეული მასალების გაყალბებას ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიუსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას პანკისში და მთლიანად ქვეყანაში
შემდეგი სტატია“ივანიშვილის ბიტკოინების ქარხანა, რომელიც 11 თეთრად იღებს დენს, დაფინანსდება ჩვენგან ამოღებული თანხებით”