ივანიშვილი: კვლავ მახსენდება ის ბობოქარი დღეები, როცა უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განცხადება გააკეთა:

“საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას ”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი: მოგმართავთ, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება
შემდეგი სტატიაგახარია: ბატონმა ბიძინამ გვასწავლა, რომ ქვეყნისა და ხალხის მსახურება ყველაზე დიდი ღირსებაა