პატრიარქი: მოგმართავთ, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ეკლესია ყოველთვის ხალხის გამაერთიანებელი ძალა იყო და მისთვის პოლიტიკური მიკერძოება უცხოა.

პატრიარქი მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა.

ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს.

შევთხოვ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი”, – წერია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: კარტოფილზე მეორეჯერ აღარ გაყიდოთ საქართველო
შემდეგი სტატიაივანიშვილი: კვლავ მახსენდება ის ბობოქარი დღეები, როცა უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს