გახარია: ბატონმა ბიძინამ გვასწავლა, რომ ქვეყნისა და ხალხის მსახურება ყველაზე დიდი ღირსებაა

region
ავტ.: region ოქტომბერი 30, 2020 21:03

გახარია: ბატონმა ბიძინამ გვასწავლა, რომ ქვეყნისა და ხალხის მსახურება ყველაზე დიდი ღირსებაა

ქართული ოცნების შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველო პრემიერმინისტრმა წინასაარჩევნო კამპანიაზე და მმართველი გუნდის მიღწევებზე ისაუბრა:

“ყველას კარგად უნდა ახსოვდეს და იცოდეს, რომ ამ გუნდის ძირითადი ხელწერა არის შრომა და კიდევ ერთხელ შრომა. მაგრამ, არასოდეს არავისგან არ მოგვითხოვია არც მადლობა და არც დავლოდებივართ ამ მადლობას. რამეთუ გვესმის და ეს გვასწავლა ბატონმა ბიძინამ, რომ შენი ქვეყნის და შენი ხალხის მსახურება არის ყველაზე დიდი ღირსება და ყველაზე დიდი შესაძლებლობა”. – თქვა მან.

გახარიამ ასევე ისაუბრა კორონავირუსის პანდემიაზე მან თქვა, რომ მაშინ, როდესაც უძლიერესი ქვეყნები პანდემიის პირველ ტალღას ვერ უმკავდებოდნენ, საქართველომ ეს სამაგალითოდ შეძლო:

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენ პანდემიის პირობებშიც შეგვიძლია და უნდა ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ უზარმაზარი გამოწვევების პირობებში, როდესაც ჩვენ აბსოლუტურად არაორდინალურ გარემოში პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მაშინ, როდესაც უძლიერესი ქვეყნები და სახელმწიფოები ვერ უმკლავდებოდნენ პანდემიის პირველ ტალღას, პატარა საქართველომ თავის მოქალაქეებთან ერთად და პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს სამაგალითოდ გამკლავებოდნენ პანდემიის პირველ ტალღას. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ იგივე ახლაც.”

გახარიას თქმით, როგორც მთავრობის, ასევე მოქალაქეების პასუხისმგებლობაა გავუმკლავდეთ პანდემიის მეორე ტალღას:

“ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა, საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების, მოქალაქეების, ყველასი, გავუმკლავდეთ მეორე ტალღას ზუსტად ისეთივე წარმატებით, როგორც ეს გავაკეთეთ პირველი ტალღის შემთხვევაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში აღელვებს მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა მისი ოჯახის შემოსავლები და სამუშაო ადგილები. ეს არის მთავარი გამოწვევა და ჩვენ როდესაც მოვუწოდებთ ერთმაენთს ვატაროთ პირბადე ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ხვალინდელი სწრაფი ეკონომიკური აღორძინების და აღდგენის მიმართ.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ერთად დავამარცხებთ პანდემიას, გავუმკლავდებით ეკონომიკურ კრიზისს, ერთად გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას და ადამიანის უფლებებზე ზრუნვას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალ, რამოდენიმე საათში გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს ბევრი წლებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას”. – თქვა მან.

region
ავტ.: region ოქტომბერი 30, 2020 21:03